ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

წაუგებელი სერია შეწყდა - ლეიკერსმა შინ იუტასთან წააგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში „ლოს ანჯელესის ლეიკერსის“ 9-მატჩიანი წაუგებელი სერია  შეწყდა - სანდრო მამუკელაშვილის გუნდი საკუთარ კედლებში „იუტასთან“ დამარცხდა - 97:109.

უოლკერ კესლერი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, რაც მამუკელაშვილის სათამაშო დროზეც აისახა. 20:52 წუთში ქართველმა მხოლოდ 6 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. სანდროს სროლები არ წაუვიდა და თამაშიდან მან 10-დან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო (0/4 სამქულიანი), თუმცა საჯარიმო ხაზიდან უშეცდომო იყო (4/4).

 

ლუკა დონჩიჩის 29 ქულა, ქუენთინ გრაიმსის 20 ქულა და კესლერის ორმაგი დუბლი (10 ქულა, 11 მოხსნა) გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. „ჯაზმენების“ რიგებში საუკეთესო კეიონტე ჯორჯი იყო (30 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა), ეის ბეილის 19 ქულა ჰქონდა, სვი მიხაილიუკს კი 15. აღსანიშნავია მო ბამბას 16 მოხსნაც, მათ შორის 15 - საკუთარ ფარზე.

13 მოგებითა და 3 წაგებით „ლეიკერსი“ კვლავ დასავლეთ კონფერენციის სათავეშია. მომდევნო ტურში მამუკელაშვილის გუნდი 21 ნოემბერს „საკრამენტო კინგსს“ მიიღებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბათუმის მორიგი მტკივნეული მარცხი - კაპიტულაცია ჩეხეთში
    ბათუმის მორიგი მტკივნეული მარცხი - კაპიტულაცია ჩეხეთში