„სამქულიანი არ ჩაუგდია, მაგრამ...“ | ჯეი ჯეი რედიკმა სანდროზე მოკლედ ისაუბრა
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯეი ჯეი რედიკმა, „ფინიქს სანსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. რედიკმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა, რომელმაც მატჩი 4 ქულით დაასრულა.
„სანდრო მამუკელაშვილი შეტევაში დამაკავშირებელი კალათბურთელის ფუნქციებს ძალიან კარგად ასრულებს. დღეს პერიმეტრიდან ვერც ერთი სროლა ვერ გამოიყენა, მაგრამ ძალიან კარგი შემაკავშირებელი რგოლია“.
„ფინიქსთან“ სანდრომ პარკეტზე 21 წუთი და 10 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 4 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო. „მამუმ“ ოთხი სამქულიანი გააფუჭა და ოთხიდან ორი ორქულიანი გამოიყენა. მის პასივში 1 დაკარგვა და 2 პერსონალური ჯარიმა იყო.
ცნობისთვის, „ლეიკერსმა“ მეტოქე 131:123 დაამარცხა და 12 მოგებითა და 2 წაგებით დასავლეთ კონფერენციის ლიდერია. ლოსანჯელესელები მომდევნო შეხვედრას 18 ნოემბერს გამართავენ და „შარლოტ ჰორნეთსს“ დაუპირისპირდებიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს