„მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ...“ - რომას ყოფილი ფეხბურთელი კვერნაძეზე
რომასა“ და არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დიეგო პეროტიმ გიორგი კვერნაძის შესახებ ისაუბრა და „ჯალოროსიში“ მისი შესაძლო ტრანსფერი განიხილა.
რას ამბობს პეროტი:
„მას აქვს ხარისხი, თუმცა იმდენიც არ მინახავს, რომ გადაჭრით ვთქვა, არის თუ არა უკვე მზად ისეთი დიდი ასპარეზისთვის, როგორიც რომაული კლუბია. ამ შემადგენლობას ნამდვილად სჭირდება ისეთი მოთამაშე, რომელიც ხარისხს შემატებს შემტევ ხაზს, სადაც ისეთი ჩემპიონები ჰყავთ, როგორებიც დიბალა, სოულე და მატიჩი არიან. პელეგრინისაც დააკვირდით, ის ძალიან სასარგებლო იქნება“.
ცნობისთვის, დიეგო პეროტი „რომას“ ღირსებას 2016-2020 წლებში იცავდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 106 მატჩში 26 გოლი გაიტანა. ასევე, 38 წლის ფეხბურთელს არგენტინის ნაკრებში 2009-2018 წლებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს