ანდრეა მალდერა
Aa
Aa

ემოციური რეაბილიტაცია გვჭირდება | უკრაინელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ

ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფის მე-5 ტურში საქართველო მიხეილ მესხზე უნგრეთთან 0:2 დამარცხდა, ჩრდილოეთ ირლანდიამ შინ უკრაინას 1:0 მოუგო.

მარცხის შემდეგ უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ განაცხადა, რომ გუნდს ემოციური თვალსაზრისით რეაბილიტაცია სჭირდება.

„ძალიან გაბრაზებულები უნდა ვიყოთ. საუბარი არ არის B ლიგიდან გავარდნაზე, ამაზე ფიქრი არ მინდა. საჭიროა ხასიათის გამოვლენა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რეაქცია უნდა ვაჩვენოთ. მიმაჩნია, რომ ემოციური თვალსაზრისით უკრაინის ნაკრებმა რეაბილიტაცია უნდა გაიაროს, რადგან გულშემატკივრებს მარცხი ძალიან აწუხებთ. ანგარიშიც რომ გაგვეთანაბრებინა, სატურნირო თვალსაზრისით არაფერი შეიცვლებოდა. ძალიან გაბრაზებულები უნდა ვიყოთ''.

ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 11 ქულით პირველზეა, უნგრეთი 10 ქულით მეორეა, უკრაინა 4 ქულით მესამეა. საქართველოს ნაკრებს არც გამარჯვება მოუპოვებია და არც გოლი გაუტანია, ხუთ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება (17 ნოემბერი, 23:45).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები