„ვთხოვ ადგილობრივ ხელისუფლებას, გამოუშვან ის ბიჭები ციხიდან“ - დვალიშვილი
RAF-ის ღონისძიებაზე მარლონ მორაესის დამარცხების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაათავისუფლონ უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დვალიშვილს დაესხნენ თავს.
„ცხოვრების ბოლომდე საბას მადლობელი ვიქნები, ის ჩემი ძმაა. არ აქვს მნიშვნელობა დღეს მოიგებს თუ წააგებს, ჩემთვის და ყველასათვის ის უკვე გამარჯვებულია.
ვის შევხვდები შემდეგ ჯერზე? RAF-მა გადაწყვიტოს: კორი სენდჰეგენთან ქამრის დაცვის შემდეგ ორ თვეში ისეთ ძლიერ მებრძოლს შევხვდი, როგორიც პიოტრ იანია. ასე რომ, ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებ.
მინდა ვთხოვო ადგილობრივ მთავრობას, თუ ეს შესაძლებელია, გამოუშვან ის ბიჭები ციხიდან. ჩვენ უბრალოდ მებრძოლები ვართ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილს ინტერვიუს მიცემის დროს, უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც დაახლოებით რვამდე დაღესტნელმა ორი ქართველისგან სათანადო პასუხი მიიღო. უსმან ნურმაგომედოვსა და მის 5 თანმხლებ პირს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს