რას ითხოვს სვანაძე ფეხბურთელებისგან? | ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარი
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უნგრეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, თუ რა არის მისი ხელწერა და რას ითხოვს მისი სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელებისგან.
„რაც შეეხება მწვრთნელის ხელწერას, დაკვირვებული თვალი ამას პირველ თამაშშიც დაინახავდა. დრო დაგვჭირდება, რომ მივიღოთ ის პროდუქტი, რომელსაც ვითხოვთ ჩვენი ფეხბურთელებისგან. რა არის რამაზ სვანაძის ხელწერა? მე დიდი ხანია სანაკრებო ფეხბურთში ვარ და ჩვენს ხელში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე.
ამ გუნდს ყოველთვის თავისი ხელწერა და გამოკვეთილი სტილი ჰქონდა. თითოეულმა ფეხბურთელმა მოედანზე უნდა იცოდეს, თუ რას და რატომ აკეთებს, მიუხედავად იმისა თუ მინდვრის რომელ მონაკვეთზეა. ამას უნდა დაემატოს ინდივიდუალიზმი, რომლითაც ქართული ფეხბურთი ყოველთვის გამოირჩეოდა“.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა UEFA-ს ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადება 9 ნოემბერს დაიწყო. სვანაძის გუნდი მე-5 ტურში უნგრეთს მიხეილ მესხზე მიიღებს (14 ნოემბერი, 21:00), ბოლო ტურში უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ესტუმრება (17 ნოემბერი, 23:45).
ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველზეა, უნგრეთის აქტივში 7 ქულაა, უკრაინა 4 ქულით მესამეა. საქართველოს ნაკრებს არც გოლი გაუტანია და არც გამარჯვება მოუპოვებია, ოთხ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს