ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„ვეცდებით, ქართველ ხალხს მოგების გემო გავახსენოთ“ | ბუდუს კომენტარი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩისთვის მზადების ფარგლებში, 12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარა.

საწვრთნელ პროცესში 26 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად სანდრო ალთუნაშვილს არ უვარჯიშია. მოახლოებული მატჩებისა და ეროვნული ნაკრების მზადების შესახებ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა.

„ახალ მთავარ მწვრთნელს ამ შეკრებაზე უკვე სრულფასოვანი კვირა აქვს იმისთვის, რომ თავისი იდეები და ხედვები გაგვიზიაროს, ჩვენ კი ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ. ვფიქრობ, შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს და ამ დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას ვცდილობთ.

რაც შეეხება თამაშებს, ეროვნულ ნაკრებში თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ახლა, ამ პერიოდში და იმ ვითარებაში, რომელშიც სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ვიმყოფებით. ევროპის ჩემპიონატის წილისყრისთვის მნიშვნელოვანია, თუ რომელ ადგილზე დავასრულებთ ჯგუფურ ეტაპს. ვეცდებით, ამ ორ მატჩში მწვრთნელის ყველა დავალება მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ და, რაც მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ, რომელიც აქამდე არაერთხელ უგრძნია.“

13 ნოემბერს რამაზ სვანაძის გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მატჩზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის მთავარი მწვრთნელის ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება. უნგრეთის ეროვნული ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს საქართველოში გამგზავრებამდე, საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მსგავსი რამ ყველა ღონისძიებაზე ხდება“ | არმან ცარუკიანი მერაბსა და უსმანის ჩხუბზე
    „მსგავსი რამ ყველა ღონისძიებაზე ხდება“ | არმან ცარუკიანი მერაბსა და უსმანის ჩხუბზე