„ის, რაც დღეს მოხდა, მერაბმა თბილისში დაიწყო“ - ისლამ მახაჩევის კომენტარი
უსმან ნურმაგომედოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის დღეს მომხდარ დაპირისპირებას, ისლამ მახაჩევი გამოეხმაურა. UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონმა გაიხსენა თბილისში, RAF-ის ღონისძიების დროს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც მერაბი ერთ-ერთ დაღესტნელს ფიზიკურად შეეხო და პარალელი მაშინ მომხდარ ამბავთან გაავლო.
ისლამ მახაჩევი
იმ ადამიანებს მივმართავ, რომლებიც სოციალურ ქსელში უსმან ნურმაგომედოვისა და მისი მეგობრების წინააღმდეგ შეურაცხყმყოფელ ფრაზებს წერენ, რატომ დუმდით მაშინ, როდესაც მერაბ დვალიშვილი დაღესტნელ მოჭიდავეს თბილისში უმიზეზოდ ფიზიკურად შეეხო და მის ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენა? ადამიანი მასთან სალაპარაკოდ მივიდა, მან კი ხელი გაარტყა. ის, რაც მოხდა დღეს, თავად მერაბმა თავის სამშობლოში დაიწყო, როდესაც დაღესტნელ მოჭიდავეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შეაგინა.
შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვი და ყველა ის ადამიანი, რომლებიც დღეს მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ, დაპატიმრებულები არიან და თუ მათ ბრალი სათანადოდ წარედგინათ, შესაძლოა საპატიმროში ხანგრძლივი ვადით დარჩნენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს