„პატივისცემასა და თავმდაბლობაზე როგორ ლაპარაკობენ?!“ | უსმანის ყოფილი მეტოქე
აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ. უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები ქართველ მებრძოლს უკნიდან მიუახლოვდნენ, ლაჩრულად მოიქცნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და დვალიშვილს უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა. მათ შორისაა პოლ ჰიუზი — უსმან ნურმაგომედოვის ყოფილი მეტოქე, რომელმაც მასთან PFL-ში იჩხუბა.
„სრულიად ამაზრზენია! ზუსტად ეს ადამიანები დუბაიში ჩემს გულშემატკივრებს სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხნენ. როგორ შეიძლება, ამ გუნდის წევრებმა თავდაბლობასა და პატივისცემაზე ილაპარაკონ?! მიუხედავად ამისა, არანაირი სასჯელი არ იქნება“, — დაწერა ჰიუზმა.
Utterly disgusting. The same people assaulted my supporters in Dubai for no reason. How can this team ever speak about humility and respect. And yet there will be no repercussions.
— Paul Hughes MMA (@paulhughesmma) November 11, 2026
შეგახსენებთ, რომ მერაბს თან ერთი ადამიანი, საბა ლაზიშვილი ახლდა. როგორც ვიდეოებში ჩანს, ლაზიშვილი რამდენიმე დაღესტნელს პირადად გაუსწორდა. დვალიშვილის თქმით, ის მხოლოდ 21 წლისაა, მოჭიდავეა და შერეულ ორთაბრძოლებში გადასვლას აპირებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს