„გეგმებზე ძალიან მალე ვისაუბრებთ“ - რას აპირებს გეიჯი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ პოდკასტ Double Coverage-ის ეთერში განაცხადა, რომ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე არ მიიღებს.
„ნათელია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ მე უნდა მივიღო. თუმცა მე ვეცნობი სხვების მოსაზრებებს. ვუსმენ ოჯახის წევრებს. ჩემს ძმას არ სურს, რომ კარიერა ახლა დავასრულო და ტიტულის დაცვისკენ მიბიძგებს.
გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ. ყველამ იცის, რომ ახლა ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და მიმდინარე წელს ვეღარ ვიჩხუბებ. UFC-მ მომცა დრო, რომ დავისვენო და მიღწეული წარმატებით დავტკბე. შობის დღესასწაულის შემდეგ დავიწყებთ საუბარს იმაზე, რა მოხდება მომავალში“.
შეგახსენებთ, რომ გეიჯიმ თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე ილია თოფურია დაამარცხა და მსუბუქი წონის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. ბრძოლის შემდეგ მან კარიერის დასრულება არ გამორიცხა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს