ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

თანაგუნდელების რეაქცია და ხუმრობა დონჩიჩზე | რა თქვა მამუმ მატჩის შემდეგ

სანდრო მამუკელაშვილმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. „ატლანტა ჰოუქსის“ წინააღმდეგ ქართველმა კალათბურთელმა 23 ქულა დააგროვა და როდესაც „მამუ“ პარკეტზე იყო, „ლეიკერსმა“ ჯორჯიელებზე 20-ით მეტი ქულა ჩააგდო.

მატჩის შემდეგ „ლეიკერსის“ გასახდელში ჟურნალისტები შევიდნენ და „მამუს“ გაესაუბრნენ. ინტერვიუს დროს ქართველი კალათბურთელის გვერდით ლუკა დონჩიჩი და ჯარედ ვანდერბილტი ისხდნენ და როდესაც სანდროს „ლეიკერსში“ გამართული საუკეთესო შეხვედრის შესახებ ჰკითხეს, მათ თბილი რეაქცია ჰქონდათ.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. კარგი თამაში იყო. ბიჭები პასებით მპოულობდნენ, მე კი ბურთების ჩაგდებას ვაგრძელებდი. საკუთარი თავის მჯეროდა, ის ვიყავი, ვინც ვარ და თანაგუნდელები მხარს მიჭერდნენ. ბრწყინვალე შეხვედრა იყო და იმედია, ასე გავაგრძელებთ“, — განაცხადა მატჩის შემდეგ მამუკელაშვილმა.

სანდროს NBA-ში აღებული პირველი ქულების შესახებაც ჰკითხეს, რა დროსაც დონჩიჩის რეპლიკა გაისმა: „რანაირი შეკითხვაა?“ ამის შემდეგ „მამუმ“ სლოვენიელ თანაგუნდელზე იხუმრა: „იმდენი ქულა აქვს აღებული, არ მგონია, თავისი პირველი ჩაგდებული ბურთი ახსოვდეს. ჩემი პირველი ქულა ძალიან კარგად მახსოვს და, მგონი, ყველა ჩემი ჩაგდებული ბურთი მახსოვს“.

ცნობისთვის, „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება და 10 მოგება და 2 წაგება აქვს. მამუკელაშვილის გუნდის მომდევნო მეტოქე „მილუოკი ბაქსია“, რომელსაც 12 ნოემბერს დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    23 ქულა, 5 სამქულიანი და +20 | მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ლეიკერსში
    23 ქულა, 5 სამქულიანი და +20 | მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ლეიკერსში