ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუს 7 ქულა და დონჩიჩის მორიგი შოუ - ლეიკერსმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო

NBA-ს რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში „ლეიკერსმა“ საკუთარ დარბაზში „პორტლენდს“ უმასპინძლა და მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით, 124:118 დაამარცხა. ფაქტია, რომ ლოს-ანჯელესის კლუბი თანდათან სასურველ ფორმაში შედის, რაზეც დაფიქსირებული შედეგები და 4-მატჩიანი მოგებათა სერიაც მეტყველებს, რომელიც სანდრო მამუკელაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა „გოლდენ სტეიტთან“ განცდილი მარცხის შემდეგ გამოაცხეს.

„ბლეიზერსთან“ შეხვედრაში მამუკელაშვილი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საერთო ჯამში პარკეტზე გატარებულ 20 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. სანდრომ სამიდან ერთი სამქულიანი, სამიდან ერთი ორქულიანი, ორიდან ორი საჯარიმო გამოიყენა და სამიდან ორი მოხსნა დაცვაში შეასრულა. ქართველ კალათბურთელს ბურთი არ დაუკარგავს და არც პერსონალური ჯარიმა არ მიუღია. „ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო ამჯერადაც ლუკა დონჩიჩი გახლდათ, რომელმაც მორიგი ფენომენალური მატჩი ჩაატარა და 38 წუთში 53 ქულა დააგროვა.

ცნობისათვის, 10 თამაშის შემდეგ 8 მოგებითა და 2 მარცხით “ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის ლიდერია. მომდევნო შეხვედრას სანდრო მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „დეტროიტ პისტონზთან“ გამართავენ, რომელიც საქართველოს დროით 9 ნოემბერს, 03:00 საათზე დაიწყება

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    MVP-ის ჯილდოს პრეტენდენტები | სეზონის პირველ რეიტინგში დონჩიჩი ლიდერობს
    MVP-ის ჯილდოს პრეტენდენტები | სეზონის პირველ რეიტინგში დონჩიჩი ლიდერობს