შენგელიასადმი მიძღვნილი ცერემონია - დუბაიმ სტუმრად ვირტუსს მოუგო
ევროლიგის მეათე ტურში თორნიკე შენგელიას „დუბაი“ „ვირტუს ბოლონიას“ ესტუმრა და 93:75 მოიგო.
მატჩის წინ ქართველი კალათბურთელისადმი მიძღვნილი ცერემონია შედგა - „ვირტუსმა“ შენგელია დიდების დარბაზში შეიყვანა. შენგელია Virtus 100 Hall of Fame-ის წევრი გახდა. ესაა პროექტი, რომელიც კლუბის დაარსების მე-100 წლისთავს ეძღვნება. მისი მიზანია ის ადამიანები დააფასოს, რომლებმაც „ვირტუს ბოლონიას“ ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, შენგელია სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 22:39 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ერთადერთი სამქულიანი გამოიყენა და საჯარიმო ხაზიდანაც მისი ერთადერთი სროლა ზუსტი იყო.
10 ტურის შემდეგ „დუბაი“ 7 მოგებითა და 3 წაგებით სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილზეა. მომდევნო ტურში შენგელიას გუნდი „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს