მე-4 საგოლე მოქმედება ბოლო ოთხ მატჩში | ვოლკოვმა გაბალას გაუტანა
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ზირა - გაბალას მატჩის მე-11 წუთზე მასპინძელთა ქართველმა ფორვარდმა დავით ვოლკოვმა ანგარიში გახსნა, საჯარიმოში მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო და ჩვეულ სტილში გაიტანა. ჩემპიონატის ბოლო ოთხ შეხვედრაში მის აქტივში 3 გოლი და 1 საგოლე პასია.
ზირამ გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე გაიტანა, ვოლკოვი საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა.
1.85 მ. სიმაღლის 31 წლის ცენტფორვარდმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატსა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საერთო ჯამში 15 მატჩი ჩაატარა (1 093 წუთი), მის ანგარიშზე 7 საგოლე მოქმედებაა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.
აზერბაიჯანის 12-გუნდიან ჩემპიონატში ამ მომენტში, როცა ტური ჯერ არ დასრულებულა, ზირა 19 ქულით მე-5 ადგილზეა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს