სანდრო ნარიმანიძე
Aa
Aa

მე-7 საგოლე მოქმედება სეზონში | ნარიმანიძემ სლოვაკეთში გაიტანა

სლოვაკეთის ჩემპიონატში სკალიცა შინ ჟილინას სწრაფი გოლით ამარცხებდა, მე-2 წუთზე გაუტანა. მე-13 წუთზე სტუმართა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა სანდრო ნარიმანიძემ ანგარიში გაათანაბრა.

ნარიმანიძემ მიმდინარე სეზონში მე-7 საგოლე მოქმედება დააგროვა, სლოვაკეთის ჩემპიონატის 12 მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე პასია. პლუს, სლოვაკეთის თასზე ორი იდენტური გოლი გაიტანა, შორიდან მაღალ კუთხეში.

სანდრომ ჩემპიონატის 12 მატჩში 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო. 

ჟილინასთან სკალიცას ქართველ შემტევს, 31 წლის ლევან ნონიკაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია, მენისკის ოპერაცია გაიკეთა.

მიმდინარეობს განახლება

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები