ქვილითაიას ერთი მომენტი ჰქონდა - კილი არმინიასთან დამარცხდა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-11 ტურში გიორგი ქვილითაის „ჰოლშტაინ კილი“ ბილეფელდის „არმინიას“ მასპინძლობდა და 1:2 დამარცხდა.
ქართველი ფორვარდი მოედანზე მეორე ტაიმის სტარტიდან გამოჩნდა და ერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, როცა ახლო მანძილიდან თავით არაზუსტად დაარტყა. Sofascore-მა ქართველი ფორვარდის თამაში 6.4 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 16 შეხება ბურთთან, 9-დან 4 ზუსტი პასი (44%), 1 საკვანძო პასი, 2 დარტყმა, 4-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა და 10-დან 6 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, მე-14 წუთზე მასპინძელთა იაპონელმა მცველმა, ჰიროკი სეკინემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 59-ე წუთზე „არმინიას“ უპირატესობის გაზრდა შეეძლო, თუმცა ჯოელ გროდოვსკიმ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. 76-ე წუთზე სეკინემ თავისი შეცდომა გამოასწორა და ანგარიში გაათანაბრა. მე-80 წუთზე ისაია იანგმა „არმინია“ დააწინაურა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
11 მატჩის შემდეგ „კილს“ 8 ქულა აქვს. ქვილითაიას გუნდი სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში „ვოლფსბურგს“ ესტუმრება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს