კილიან მბაპე, ემანუელ პეტი, უსმან დემბელე
Aa
Aa

„ის, რაც ბოლო შეკრებაზე მოხდა...“ - პეტი ნაკრებში მბაპეს ცუდ გავლენაზე საუბრობს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ემანუელ პეტი მიიჩნევს, რომ კილიან მბაპეს ამჟამინდელმა მდგომარეობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს გუნდში არსებულ ატმოსფეროზე.

„ის საკვანძო ფიგურაა, ამ გუნდის ლიდერი. თუმცა მოუწევთ ნაგვის ხალიჩის ქვეშ შეგვა (პრობლემების მიჩქმალვა).

ის, რაც ბოლო შეკრების დროს მოხდა, კვალს ტოვებს თანაგუნდელებთან მის ურთიერთობაზე. „ოქროს ბურთის“ თემაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

რომელიღაც მომენტში მოუწევთ ამ პრობლემას მიხედონ და წყლული გაკვეთონ“,

- განაცხადა პეტიმ.

სექტემბერში „რეალის“ ფორვარდის გამონათქვამებმა „ოქროს ბურთზე“ გაავრცელა ჭორები უსმან დემბელესთან ურთიერთობაში დაძაბულობის შესახებ, რაც მბაპემ მოგვიანებით უარყო.

შეგახსენებთ, რომ კილიანმა უსმანი მხოლოდ „ნიჭიერ" მოთამაშედ მოიხსენია, თავის თავს კი „რჩეული" უწოდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები