კანავარო: იტალიურმა სკოლამ დაკარგა პრინციპები, რომლებიც მატჩების გადარჩენაში გვეხმარებოდა
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, ფაბიო კანავარომ იტალიურ ფეხბურთში ყურადღების დაცვიდან შეტევაზე გადატანაზე ისაუბრა.
მცველების როლზე
„ოდესღაც კონცენტრირებული მცველი უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე ტექნიკური, რადგან მცველისთვის კონცენტრაცია ყველაფერია. დღეს ვხედავ უამრავ მცველს, რომლებსაც ბურთს ფეხებს შორის უტარებენ, რასაც გოლი მოჰყვება. არადა, ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ სწორედ ასე „კლავენ“ მეკარეს. ფეხბურთის იტალიურმა სკოლამ დაკარგა ზოგიერთი პრინციპი, რომლებიც რთულ მომენტებში მატჩების გადარჩენაში გვეხმარებოდა“.
იმის შესახებ, რომ ფეხბურთი უფრო შემტევი ფაზისკენ იხრება
„თანამედროვე ფეხბურთი ამას მოითხოვს, თუმცა ამავდროულად, ჩვენ დავკარგეთ თავდაჯერებულობა. განსაკუთრებით ფინალებში, ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებში, გადამწყვეტ როლს დეტალები თამაშობს - ისეთები, როგორიცაა პოზიცია, მეურვეობა, კონცენტრაცია. ჩვენ რაღაცას ვკარგავთ“.
სირთულეებზე, რომლებსაც თანამედროვე მცველები აწყდებიან
„დღეს მცველების 99%-ისთვის სირთულეს არა ცენტრიდან გაკეთებული გადაცემები, არამედ ფლანგებიდან ჩაწოდებები წარმოადგენს, რადგან იქ ისინი არ არიან მიჩვეულნი, ერთდროულად უყურონ ბურთს, მოთამაშესა და კარს. მათ გარკვეული სიტუაციები ყურადღებას უფანტავს და ბევრ შეცდომას უშვებენ.
ფეხბურთში იმარჯვებს ის, ვინც ნაკლებ შეცდომას უშვებს, და თუ ჩვენ კვლავ გვსურს რამის მოგება, წარმოუდგენელია ისრაელისგან სამი გოლი გაუშვა. დღესაც კი არსებობს მოსაზრება, რომ თავდამსხმელებით ბილეთებს ყიდი, ხოლო მცველებით ჩემპიონატებს იგებ“, - განაცხადა კანავარომ, რომელიც ამჟამად უზბეკეთის ნაკრებს უდგას სათავეში.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს