ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პსჟ იანვარში კვარას შემცვლელს არ შეიძენს" - ფრანგული გამოცემა

პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვის შემდეგ, მის ჩანაცვლებას არ გეგმავს. TopMercato-ს ცნობით, რომელიც ეყრდნობა Canal+-ის ჟურნალისტ ოლივიე ტალარონის მიერ 4 ნოემბერს X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, პარიზული კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მარცხენა გარემარბის დამატებას არ აპირებს. ერთადერთი სავარაუდო გამონაკლისი იქნება შეტევის ხაზში კიდევ ერთი სერიოზული ტრავმის მიღება.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუის ენრიკე და მისი შტაბი შემადგენლობით კმაყოფილნი არიან. ტრავმის შემდეგ ამ პოზიციაზე დეზირე დუემ და მიკა გოდტსმა კარგად ითამაშეს. სენი მაიულუ „ცრუ ცხრიანის“ პოზიციაზე ბრწყინავს, ხოლო მანიეს აკლიუში სულ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება. მარცხენა ფლანგზე ასევე ითამაშა ფერან ტორესმა, რომელმაც „სლოვან ბრატისლავასთან“ მატჩში (6-1) ჰეთ-თრიკი შეასრულა.

იგივე ხაზი იკვეთება Sports Mole-ის მიმოხილვაში: ლუის ენრიკე იმედებს დუეზე, გოდტსსა და აკლიუშზე დაამყარებს.

ხვიჩას კალიბრის მოთამაშის არჩანაცვლება გარკვეული რისკია. პსჟ ზამთრის ტრანსფერის ნაცვლად სათადარიგო სკამის სიღრმესა და ახალგაზრდა მოთამაშეებს ენდობა. თუ კიდევ ერთი თავდამსხმელი მიიღებს ტრავმას, გადაწყვეტილება შესაძლოა შეიცვალოს. ჯერჯერობით არც გვარები სახელდება და არც ბიუჯეტის ციფრებზეა საუბარი“.

- წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვარას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ხვიჩას რეაბილიტაციის პერიოდი 7-9 თვეს გაგრძელდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები