ილია თოფურია
Aa
Aa

„პიმბლეტს სოსისივით შევჭამ“ | ილია თოფურია დაბრუნებას აპრილში აპირებს

ილია თოფურიამ ABC-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც 6 ნოემბერს გამოქვეყნდება. მანამდე, ABC-ის ჟურნალისტმა, ალვარო კოლმენერომ მოკლე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც „ელ მატადორი“ რამდენიმე საკითხზე საუბრობს.

„ყველაზე ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომელშიც შეიძლება მებრძოლი აღმოჩნდეს. ჩემს პროფესიაში ყველაზე ცუდი დღე ვნახე. რა შეიძლება ამაზე ცუდი იყოს?! სიკვდილი?...

იყო მისი მხრიდან რამე უცნაური? ეს არის შეკითხვა, რომელსაც ბოლო ხუთი-ექვსი თვეა საკუთარ თავს ვუსვამ, თუმცა ერთი რამ აშკარაა: ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ აგებ და მე დავმარცხდი. დილით გავიღვიძე, სარკეში ჩავიხედე და საკუთარ თავს ვუთხარი: „არა, არა, არა, არა, არა, ეს მე არ ვარ!“

ჩემს მომდევნო ჩხუბში იხილავთ ილია თოფურიას იმ ვერსიას, რომელიც აქამდე არასდროს გინახავთ. დაბრუნებას აპრილისთვის ვაპირებთ. გზა ყოველთვის ყვავილებით მორთული არ არის და ეს ძალიან კარგად ვიცი. პედი? პედი, პედი, პედი... მას სოსისივით შევჭამ“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლო ბრძოლა ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ, „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე გამართა. „ელ მატადორი“ დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ თოფურია 2027 წლის დასაწყისში დაბრუნდება, მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „უნდა დავამტკიცო, რომ მწვრთნელი ცდება“ | მიქაუტაძე DAZN-ს ესაუბრა
    „უნდა დავამტკიცო, რომ მწვრთნელი ცდება“ | მიქაუტაძე DAZN-ს ესაუბრა