მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

დვალიშვილი RAF-ში გამოვა | ბოლო ბრძოლიდან სამ კვირაში იჭიდავებს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, 14 ნოემბერს აბუ-დაბიში RAF-ის ორგანიზებით დაგეგმილ ტურნირზე იასპარეზებს და ძალებს ჭიდაობაში გამოცდის. ქართველის მეტოქე მალე გაირკვევა.

საგულისხმოა, რომ ქართველი მებრძოლი ხალიჩაზე პიოტრ იანთან გამართული უმძიმესი ხუთრაუნდიანი დაპირისპირებიდან  სამ კვირაში დაბრუნდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ფენომენალურ ფიზიკურ ფორმასა და დაუღალავ ხასიათს.

UFC-ის ოფიციალური ვებ-გვერდი, ყოველი თვის დასრულების შემდეგ, გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, საუკეთესო ბრძოლას ავლენს და ოქტომბრის ლაურეატი იანი-დვალიშვილის ტრილოგია გახდა, რომელიც UFC 333-ის თანამთავარი მოვლენა გახლდათ და სადაც რუსმა მებრძოლმა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი წარმატებულად დაიცვა. შეხვედრის საწყისი ორი რაუნდი აშკარად მერაბის უპირატესობით წარიმართა, ბოლო სამ რაუნდში კი პიოტრმა ქართველ ოპონენტს ბევრი დამაზიანებელი დარტყმა გაუტარა, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

ცნობისათვის, მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ პიოტრ იანი მასზე ძლიერი აღმოჩნდა და გამარჯვება დაიმსახურა. თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, მაგალითად ჩეილ სონენი, რომელთაც განაცხადეს, რომ მსაჯებს გამარჯვებულად არა იანი, არამედ დვალიშვილი უნდა დაესახელებინათ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები