მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ისრაელ ადესანია
Aa
Aa

„ძალიან მიხარია, რომ პიოტრს კვლავ ჩემპიონად ვხედავ“ - ადესანიამ იანი-დვალიშვილის ბრძოლაზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ისრაელ ადესანიამ პიოტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და რუსი მებრძოლის გამარჯვებაზე სიხარული ვერ დამალა. ადესანიამ ერთი ისტორია გაიხსენა, რომელიც იანს უკავშირდება.

რას ამბობს ადესანია:

„როდესაც პირველად ვნახე, თუ როგორ სპარინგობდა პიოტრ იანი „ტაიგერ მუაი-ტაის“ დარბაზში, იქ ჯგუფებად დაყოფა იყო: პატარა ბიჭები, რომლებიც 70 კილოგრამზე ნაკლებს იწონიდნენ და ისინი, ვინც 70 კილოგრამზე მძიმეები იყვნენ.

მივედი მასთან და ვკითხე: „მისმინე, იქნებ სპარინგების შემდეგ ერთმანეთთან ცოტა ვიმუშაოთ?“ და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ეს ბიჭი მუდმივად მირტყამდა! ვცდილობდი დისტანცია დამეცვა, მეც ვაწვდენდი დარტყმებს, მაგრამ ის სუპერმსუბუქ წონაში გამოდიოდა, მე კი - საშუალოში. ამასთან, ის უბრალოდ მეთამაშებოდა!

ის ხალხს დარბაზში ფაქტობრივად ისროდა. დარწმუნებული ვარ, YouTube-ზე ამ სპარინგების ჩანაწერები დევს და ეს წარმოუდგენლად სახალისო იყო! ყველა ეს გამონასხლეტი, ერთ ფეხში შესვლა, გდება. მაშინ ის ბევრად ახალგაზრდა და ძალიან აქტიური იყო, მისთვის თვალის დევნება კი ერთი სიამოვნება გახლდათ.

ვუყურებდი მას და ვფიქრობდი: „მეც მჭირდება ასეთი რამ! რადგან ამ ბიჭთან სპარინგის შესაძლებლობა მაქვს, ის უნდა გამოვიყენო“. და მე ეს გავაკეთე. ჩვენ დრო შესანიშნავად გავატარეთ. ახლა კი ის კვლავ მსოფლიო ჩემპიონია!

მაგარია ასეთი ისტორიების გახსენება და მისი კარიერისთვის შორიდან თვალის დევნება, რადგან ჩვენ ერთმანეთთან განსაკუთრებულად ახლოს არ ვართ. თუმცა სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც მან გამოიარა, ის კვლავ საკუთარ თავად რჩება. ის ძალიან თავმდაბალი, პირდაპირი ადამიანია, მის გვერდით კი მისი შვილები არიან“.

შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილი ტრილოგიაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ილია ჩემს ტემპს ვერ გაუძლებს“ - ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა
    „ილია ჩემს ტემპს ვერ გაუძლებს“ - ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა