სეხუდო: იანი ჯერ კიდევ არ არის წონაში იდიდესი მებრძოლი, მას ბევრი აქვს დასამტკიცებელი
ჰენრი სეხუდო, რომელიც მესამე ბრძოლაში პიოტრ იანზე მერაბ დვალიშვილის მარტივ გამარჯვებას პროგნოზირებდა, მზად არ არის რუსი UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ყველა დროის უდიდეს მებრძოლად აღიაროს.
„პიოტრ იანმა ახლახან დაამარცხა მერაბ დვალიშვილი და ახლა ყველა ამბობს, რომ ტიტულის ერთი დაცვის შემდეგ ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ყველა დროის უდიდესი მებრძოლი გახდა, მაგრამ ჩვენ გვყავს დომინიკ კრუზი, გვყავს ალჯამეინ სტერლინგი, რომელმაც იანი ორჯერ დაამარცხა, და გვყავს თი ჯეი დილაშოუ. არის ბევრი მებრძოლი, რომლებსაც ტიტულის ბევრად მეტი დაცვა აქვთ, ამიტომ, ჩემი აზრით, ასეთი დასკვნების გაკეთება ძალიან ნაადრევია.
ის ჯერ კიდევ უნდა მიუახლოვდეს იმ მაჩვენებლებს, რომლებსაც სუპერმსუბუქ წონაში მერაბმა, ალჯომ, დომინიკ კრუზმა და თი ჯეიმ მიაღწიეს. ხუთრაუნდიან ბრძოლაში პიოტრ იანის დამარცხება ძალიან რთულია, ამიტომ მაინტერესებს ვნახო, როგორ განვითარდება მოვლენები სუპერმსუბუქ დივიზიონში. მაგრამ ხალხი ცხოვრობს პრინციპით, რომ შენ იმდენად კარგი ხარ, რამდენადაც კარგი იყავი შენს ბოლო ბრძოლაში, და ძალიან მალე იწყებენ მსგავსი განცხადებების სროლას.
იანი ნამდვილად კარგია, მაგრამ თუ ის შეძლებს ისეთივე მაჩვენებლების მიღწევას, როგორიც ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ, რომელმაც ახლახან ქვემსუბუქ წონაში ჟოზე ალდოს აჯობა, მაშინ ეს სულ სხვა საუბარი იქნება. უსამართლობაა ვინმეს უდიდესი უწოდო მხოლოდ იმიტომ, რომ მან მერაბი დაამარცხა, რომელიც ასევე ასაკში შედის. აქ უამრავი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო“,
- განაცხადა UFC-ის ყოფილმა ორმაგმა ჩემპიონმა პოდკასტ „Pound 4 Pound“-ის მორიგ გამოშვებაში.
გასულ კვირას პიოტრ იანმა წარმატებით დაიცვა საჩემპიონო ქამარი სუპერმსუბუქ წონაში. მან აბუ-დაბიში UFC 333-ის ტურნირზე მერაბ დვალიშვილი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს