ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ხომ ნახეთ ილიას რაც უქნა? მისი დაუფასებლობა არ შეიძლება“ - ვოლკანოვსკის მწვრთნელი გეიჯიზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ალექსანდრ ვოლკანოვსკის მწვრთნელმა, ჯო ლოპესმა მომდევნო მეტოქის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ „დიდებულს“ შემდეგი ბრძოლა ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ექნება.

რას ამბობს ლოპესი:

„ჯასტინი სატვირთო მანქანასავით ურტყამს და, ამასთანავე, ჭიდაობის კარგი უნარებიც აქვს. თუმცა, ის უკვე დამარცხებულა და ვფიქრობ, ვოლკი მას მოუგებდა“.

„ჯასტინ ძალიან კარგი გუნდი და მწვრთნელი ჰყავს. მასთან არის ტრევორ უიტმანი და სხვა მებრძოლები - ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დღესდღეობით. როგორც სტრატეგმა და მწვრთნელმა, მან იცის სტრატეგიების შემუშავება. ხომ გახსოვთ, რა უქნა მან ილიას? მისი სათანადოდ არდაფასება არასოდეს შეიძლება“.

„თუ გეიჯისთან ჩხუბი შეუძლებელი იქნება, მაშინ ალჯოსთან ბრძოლას ვისურვებდი. მისი ძალიან ახლო მეგობარი ვარ, მასთან ვისაუბრე და შევთანხმდით. ნახეთ, ჩვენ ვთქვით, რომ ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ და მეგობრებად დავრჩებით. ალჯო სრულად მეთანხმება და მეც, ახლა ალჯოს მხოლოდ 24 წლის ახალგაზრდასთან, კევინ ვალეხოსთან მართებს ბევრი შრომა. მან იცის, რომ წინ რთული სამუშაო ელის“.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ გასულ უქმეებზე საჩემპიონო ბრძოლაში მოვსარ ევლოევი ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ზოგი მაგინებს, ზოგი მლანძღავს“ | მერაბ დვალიშვილმა მიმართვა გაავრცელა
    „ზოგი მაგინებს, ზოგი მლანძღავს“ | მერაბ დვალიშვილმა მიმართვა გაავრცელა