ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ილია შესანიშნავი მებრძოლი და კარგი ადამიანია, მაგრამ...“ - ვოლკანოვსკის თოფურიასთან რემატჩი სურს

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მოვსარ ევლოევის დამარცხების შემდეგ ილია თოფურიასთან რემატჩის სურვილი გამოთქვა და განაცხადა, „ელ მატადორთან“ მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა მისი კარიერისთვის დამაგვირგვინებელი იქნებოდა.

რას ამბობს ვოლკანოვსკი:

„მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა რომ იყოს, მაშინ დიახ, ეს შესანიშნავი იქნებოდა, რადგან მაგ მარცხისთვის რევანშსაც ავიღებდი. გეიჯიმ მას ნული წაართვა, ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ მისი ნულის წართმევის შანსი მაქვს, მაგრამ ამ მარცხისთვის რევანშის აღება შესანიშნავი იქნებოდა.

ცხადია, ილიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ის შესანიშნავი მებრძოლი და კარგი ბიჭია, ერთმანეთს კარგად ვუგებთ, მაგრამ, ამავდროულად, კონკურენცია მიყვარს და დიდი სიამოვნებით გამოვცდიდი საკუთარ თავს მის წინააღმდეგ. ასე რომ, დიახ, ეს შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობ, უბრალოდ, როგორ გამოვიდოდა ეს.

ყველაფერი ალბათ, გეიჯიზე იქნება დამოკიდებული. თუ კარიერას დაასრულებს, შეიძლება ვაკანტური ქამრისთვის ილიასთან ვიჩხუბო. ჯასტინთან ჩხუბზეც არ ვიტყოდი უარს. მოვიგებ თუ წავაგებ, კარიერას დავასრულებ, ასე რომ, დივიზიონს არ ვაფერხებ. ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC-ის ჩემპიონის ტიტული 2024 წლის აპრილში სწორედ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „გეიჯიმ ძლიერად მოგარტყა?“ | ომალიმ ილიას დასცინა და მერაბზე ისაუბრა
    „გეიჯიმ ძლიერად მოგარტყა?“ | ომალიმ ილიას დასცინა და მერაბზე ისაუბრა