პაატა ღუდუშაური
Aa
Aa

ღუდუშაურის სადებიუტო გოლი - ქართველის ტექნიკური შესრულება

პაატა ღუდუშაური ქართული ფეხბურთის ნებისმიერი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი მოთამაშეა, რომელიც წლების მანძილზე Crystalbet ეროვნული ლიგის წამყვანი კლუბების ღირსებას იცავდა და ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ ახლაც „იბერია 1999“-ში რომ თამაშობდეს, უეფას კონფერენს ლიგაზე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს დიდ სამსახურს გაუწევდა. თუმცა, გუნდის მთავარ მწვრთნელთან ანდრეი დემჩენკოსთან მომხდარი კონფლიქტის გამო, რომელიც ამ თანამდებობაზე აღარ მუშაობს, გუნდი დატოვა და კარიერის უზბეკეთში გაგრძელება გადაწყვიტა.

29 წლის შემტევი ნახევარმცველი „ნასაფის“ ღირსებას იცავს და უკანასკნელ ტურში ამ გუნდის რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. „ნასაფელებმა“ საკუთარ სტადიონზე „სოგდიანა“ 2:1 დაამარცხეს და მასპინძლების შემადგენლობაში მეორე ბურთი სწორედ პაატას ანგარიშზეა, რომელმაც თანაგუნდელების მიერ გათამაშებული კომბინაცია ტექნიკური დარტყმით დაასრულა, 79-ე წუთზე კი მთავარმა მწვრთნელმა დასვენების მიზნით შეცვალა.

ცნობისათვის, უზბეკეთში გადაბარგებულმა პაატა ღუდუშაურმა „ნასაფში“ 10 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, საიდანაც ძირითადში თამაში 5 შემთხვევაში დაიწყო და თავი 1 გოლის გარდა, 1 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა. რაც შეეხება მის ამჟამინდელ კლუბს, უზბეკეთის სუპერლიგაში „ნასაფი“ 25 ტურში დაგროვებული 41 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მისგან დადებითი სიგნალები მოდის, მაგრამ...“ - იტალიური მედია ჩაკვეტაძის თამაშს აფასებს
    „მისგან დადებითი სიგნალები მოდის, მაგრამ...“ - იტალიური მედია ჩაკვეტაძის თამაშს აფასებს