უდინეზე, გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„მისგან დადებითი სიგნალები მოდის, მაგრამ...“ - იტალიური მედია ჩაკვეტაძის თამაშს აფასებს

გუშინ, იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და კოსტა რუნიაიჩმა შეუცვლელად ათამაშა.

ჩაკვეს გამორჩეული მომენტები:

შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა.

რას წერენ სააგენტოები:

Il Gazzettino – 5.5 ქულა: რამდენიმე გაქცევა და აჩქარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თავისიანებს ანგარიშის გათანაბრებაში დაეხმაროს.

Tuttosport – 5 ქულა: ბურთს ზედმეტად ატარებდა.

Eurosport – 5 ქულა: ბევრი იმოძრავა, თუმცა ნაკლებად პროდუქტიულად. შეუმჩნეველი იყო და მუდმივად აჩერებდნენ.

Calciomercato – 5.5 ქულა: პრაქტიკულად, ვერც ერთ ეპიზოდში ვერ აენთო.

Tuttomercatoweb 5.5 ქულა: რამდენჯერმე სცადა შეტევაში თავის გამოჩენა, თუმცა ეს სულაც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ „მილანისთვის“ პრობლემები შეექმნა.

Udinetoday – 5.5 ქულა: ეფექტური, მაგრამ რეალურად უსარგებლო მოქმედებები. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საკუთარი თავით ტკბობის გამო შეტევას ანელებს.

Tuttoudinese – 6.5 ქულა: ერთადერთი ფეხბურთელი „უდინეზეს“ მაისურით, რომელიც მეტოქის მოტყუებას ცდილობდა. ქართველისგან კარგი სიგნალები მოდის, თუმცა ახლა ის უფრო პროდუქტიული უნდა გახდეს.

გიორგი ჩაკვეტაძემ „უდინეზეს“ მაისურით სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-5 შეხვედრა ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება ჯერჯერობით, არ ჰქონია. 

რაც შეეხება „უდინეზეს“, კოსტა რუნიაიჩის გუნდს აშკარა კრიზისი აქვს. საწყის ორ ტურში, „კომოსთან“ ფრისა და „მონცასთან“ გამარჯვების შემდეგ უდინელებმა ზედიზედ 6 მატჩი წააგეს და სატურნირო ცხრილში 4 ქულით მე-17 პოზიციას იკავებენ. ჩაკვეტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს, სტუმრად „პარმასთან“ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    უდინეზემ მილანთან წააგო - ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა
    უდინეზემ მილანთან წააგო - ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა