უდინეზე, გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა მოდრიჩი, კრისტიან პულიშიჩი
Aa
Aa

უდინეზემ მილანთან წააგო - ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ჩაკვეტაძეს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, თუმცა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზა.

გიორგის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 62 შეხება, 49-დან 39 ზუსტი პასი, 5-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 3 საკვანძო პასი, 4-დან 3 წარმატებული დრიბლინგი, კარისკენ 1 არაზუსტი დარტყმა, ერთი განმუხტვა, 1 წარმატებული ვარდნა. Sofascore-ს შეფასება - 7.0 ქულა.

ჩაკვეტაძის გამორჩეული ეპიზოდები:

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, „მილანმა“ ანგარიში მე-6 წუთზე, კრისტიან პულიშიჩის გოლით გახსნა, რომელსაც საგოლე გადაცემა ლუკა მოდრიჩმა გაუკეთა. 65-ე წუთზე კი ჰატჩინსონმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

გიორგი ჩაკვეტაძემ „უდინეზეს“ მაისურით სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-5 შეხვედრა ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება ჯერჯერობით, არ ჰქონია.

რაც შეეხება „უდინეზეს“, ივან იურიჩის გუნდს აშკარა კრიზისი აქვს. საწყის ორ ტურში, „კომოსთან“ ფრისა და „მონცასთან“ გამარჯვების შემდეგ უდინელებმა ზედიზედ 6 მატჩი წააგეს და სატურნირო ცხრილში 4 ქულით მე-17 პოზიციას იკავებენ. ჩაკვეტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს, სტუმრად „პარმასთან“ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კვარა ყოველთვის მიყვარდა და მჯერა, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება“ - გავი
    „კვარა ყოველთვის მიყვარდა და მჯერა, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება“ - გავი