შეი გილჯეს-ალექსანდერი, ჯეილენ უილიამსი
Aa
Aa

პარკეტიდან საკაცით გაიყვანეს | ჯეილენ უილიამსმა საშინელი ტრავმა მიიღო

„ოკლაჰომა სითი თანდერმა“ NBA-ის რეგულარული სეზონი ზედიზედ სამი გამარჯვებით დაიწყო. „სან ანტონიო სპურსისა“ და „დენვერ ნაგეთსის“ შემდეგ „ოქეისიმ“ საშინაო არენაზე „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ 108:101 დაამარცხა, თუმცა გამარჯვება ძალიან ძვირად დაუჯდა.

„ოკლაჰომას“ ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, ჯეილენ უილიამსმა საშინელი ტრავმა მიიღო და პარკეტიდან საკაცით გაიყვანეს. საფინალო სირენამდე 1 წუთითა და 14 წამით ადრე, უილიამსი სამწამიანში შეიჭრა და ნახტომის შემდეგ ფეხი ძალიან ცუდად დადგა. ფეხმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ჯეილენმა უმძიმესი დაზიანება მიიღო.

„არც კი ვიცი, რა ვთქვა. მის გამო ძალიან ვწუხვარ. ჯეილენისნაირი კალათბურთელის გარეშე ძალიან რთული იქნება, თუმცა სამუდამოდ არ დაგვიკარგავს. ბევრად უკეთესი დაბრუნდება, ამაში დარწმუნებული ვარ“, — განაცხადა „ოკლაჰომას“ სუპერვარსკვლავმა, შეი გილჯეს-ალექსანდერმა, რომელსაც უილიამსის ტრავმის ეპიზოდში ემოციების შეკავება გაუჭირდა.

ცნობისთვის, უილიამსს გასულ სეზონშიც ტრავმები ჰქონდა და რეგულარული სეზონის მხოლოდ 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „ოკლაჰომა“ მასზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს და 2025 წლის ივლისში 5-წლიანი, 287-მილიონიანი ხელშეკრულებაც გაუფორმა. ამ მომენტისთვის უცნობია, „ჯეიდაბი“ პარკეტს როდის დაუბრუნდება — შესაძლებელია, მიმდინარე სეზონში მისი თამაში ვეღარ ვნახოთ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    დონჩიჩის 52-ქულიანი შოუ იუტასთან | სანდრომ 21 წუთი ითამაშა და 9 ქულა ჩააგდო
    დონჩიჩის 52-ქულიანი შოუ იუტასთან | სანდრომ 21 წუთი ითამაშა და 9 ქულა ჩააგდო