მორალესს დავანოკაუტებ და შენ პენსიაზე გაგიშვებ | პრატესმა მახაჩევს მშიშარა უწოდა
კარლოს პრატესმა ისლამ მახაჩევი მასთან ბრძოლაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. UFC-ის მებრძოლმა კარლოს პრატესმა ისლამ მახაჩევს მშიშარა უწოდა, რადგან მახაჩევმა UFC 336-ის ფარგლებში, 30 იანვარს მასთან ჩხუბზე უარი თქვა.
„ისლამ, მე 17 წელი მივდიოდი ჩემი ოცნებისკენ, რომ ჩემპიონი გავხდები, შენ კი ის გადადე. მე პირველი ნომერი ვარ, ნოკაუტში ჩავაგდე ორი ყოფილი ჩემპიონი, მორალესმა კი მხოლოდ შონ ბრედი დაამარცხა. შენ UFC-ს უთხარი, რომ სამ თვეში მზად არ იქნებოდი. ძმაო, არ სვამ და არ ეწევი, წვეულებებზე არ დადიხარ, მაგრამ სამ თვეში ბრძოლისთვის მომზადება არ შეგიძლია? მე გაჩვენებ, როგორ კეთდება ეს. 30 იანვარს მორალესს ნოკაუტში ჩავაგდებ, მერე კი დავბრუნდები, რომ პენსიაზე გაგიშვა, მშიშარავ“, – დაწერა პრატესმა.
UFC 336-ის ტურნირზე პრატესი ნახევარმსუბუქი დივიზიონის დროებითი ქამრისთვის მაიკლ მორალესს დაუპირისპირდება.
ამ თემაზე დენა უაითმაც ისაუბრა.
ჟურნალისტი: საღამოს განმავლობაში, თქვენ დააანონსეთ ტორონტოს მთავარი და თანამთავარი ბრძოლები. ზუსტად რა არის პრობლემა ისლამ მახაჩევთან დაკავშირებით და რატომ სჭირდება ამას დროებითი ტიტული?
დენა უაითი: კარგით, ისლამი... იცით, საშუალოდ ისლამი წელიწადში ერთხელ ჩხუბობს და... ის იანვრისთვის იყო ჩანიშნული, შემდეგ კი თქვა: „არ მინდა ჩხუბი რამადანის დასრულებამდეო“. და უბრალოდ... ვერ შეაჩერებ დივიზიონებს ასე. უნდა გააგრძელო მოძრაობა და... ეს ჩხუბი ლოგიკურია.
ჟურნალისტი: მიზეზიც განმარტა? რადგან მანამდე უკვე ამბობდა, რომ რამადანამდე ჩხუბი უნდოდა, არა? და შემდეგ აზრი შეიცვალა.
დენა უაითი: არა, მიზეზი არ ყოფილა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს