მბაპეს დუბლი და ბარსას პირველი მარცხი ლა ლიგაში | 265-ე „კლასიკო“ რეალმა მოიგო
ლა ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში „ელ კლასიკო“ შედგა. სეზონის პირველ „კლასიკოში“ „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
„სამეფო კლუბიდან“ ორივე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა. ანგარიში 41-ე წუთზე „რეალმა“ კურიოზული სიტუაციიდან გახსნა. მეორე ნახევარში, 61-ე წუთზე რაფინიამ“ წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი მბაპემ 87-ე წუთზე შეაგდო.
საგულისხმოა, რომ ამ „კლასიკომდე“ გუნდებს შორის სრული თანაფარდობა იყო. „რეალს“ და „ბარსელონას“ 106-106 მატჩი ჰქონდათ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგებული და ახლა „სამეფო კლუბი“ ერთი გამარჯვებით დაწინაურდა. ასევე, 52 მატჩი ფრედ არის დასრულებული.
მარცხის მიუხედავად, „ბარსელონა“ 27 ქულით კვლავ სატურნირო ცხრილის ლიდერია. აქამდე, ჰანზი ფლიკის გუნდს ლა ლიგაში 9-დან 9 მატჩი ჰქონდა მოგებული და პირველი მარცხი მადრიდის „რეალთან“ იწვნია. მეორე პოზიციაზე 25 ქულით „ატლეტიკოა“, მესამე საფეხურზე კი 24 ქულით „სამეფო კლუბი“.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს