ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

„აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, მადლობა ყველას“ - ბასილაშვილმა ალმატის ტურნირი შეაჯამა

ალმატის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მატჩის შემდეგ ფინალი კორტზევე, ადგილობრივ პუბლიკასთან შეაჯამა.

რა თქვა ბასილაშვილმა:

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო დანილს ეს შესანიშნავი ტიტული. ის ძალიან კარგად თამაშობდა, ძალიან კარგად აწვდიდა. საუკეთესოს ვუსურვებ მას მომავალ ტურნირებზე.

ძალიან აღტაცებული ვარ, მართლაც შესანიშნავი ტურნირია. დასაწყისიდან ბოლომდე აქ თამაშით ვისიამოვნე. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ეს არის ყველაზე ახლო ტურნირი ჩემს ქვეყანასთან, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და ყველას, ვინც ტურნირში იყო ჩართული.

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბულატ უტემურატოვს. მას 15 წლის ასაკში შევხვდი და მას შემდეგ მან საოცარი სამუშაო გასწია ყაზახური ჩოგბურთის განსავითარებლად.

აქ ჩემს მეგობრებთან და ძმასთან ერთად ჩამოვედი და კარგად ვითამაშე. ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“.

ალმატის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე რუსი დანილ მედვედევი იყო. პირველი სეტი ქართველის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შემდეგ შეხვედრის სცენარი შეიცვალა. საბოლოოდ, შეხვედრა მედვედევმა მოიგო - 6:7 (6:8), 6:1, 6:3.

ქართველი ჩოგბურთელი 2022 წლის შემდეგ პირველად გავიდა ATP-ის ტურნირის ფინალში, 165 სარეიტინგო ქულა დააგროვა და 96 000 აშშ დოლარი გამოიმუშავა. დიდი ალბათობით, ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ასეულში დაბრუნდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პირველი სეტი მოუგო | ბასილაშვილი ფინალში მედვედევთან დამარცხდა
    პირველი სეტი მოუგო | ბასილაშვილი ფინალში მედვედევთან დამარცხდა