მარცხი ნახევარფინალში - ლოლუა ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ყაზახეთში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვახტანგ ლოლუა (55 კგ) ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან 1:5 დამარცხდა.
ლოლუამ ჯერ სომეხ ნორაირ ჰაჰოიანს 2:1 მოუგო, ხოლო შემდეგ მეოთხედფინალში რუსი ემინ სეფერშაევი 6:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ხვალ ლოლუა ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
გელა ბოლქვაძემ (82 კგ) და რამაზ ზოიძემ (77 კგ) წლევანდელი პლანეტის პირველობა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულეს, ხოლო დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ) საკვალიფიკაციო ეტაპიც ვერ გადალახა. თუ ბოლქვაძისა და ზოიძის მომგები მეტოქეები ფინალში გავლენ, მაშინ ამ ორ სპორტსმენს ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდება.
ცნობისათვის, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი სპორტსმენის გარდა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩვენს ქვეყანას კიდევ ექვსი სპორტსმენი, ფრიდონ აბულაძე (63 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), იური ლომაძე (72 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ), რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) და სულხან ბუაძე (130 კგ) წარადგენს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს