გეგეშიძის შეხვედრები კონგრესზე - ლალოვიჩი კიდევ ერთხელ აირჩიეს
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სპორტის ამ სახეობის მსოფლიო გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო კონგრესს დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები საერთაშორისო საჭიდაო საზოგადოების წარმომადგენლებთან გაიმართა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს, რომელთა შორისაც 2027 წლის ერთ-ერთ პირველ ღონისძიებას, 2027 წლის ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს.
კონგრესის დღის წესრიგის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნები იყო. 140-ვე დელეგატმა ნენად ლალოვიჩს ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და სერბი ფუნქციონერი ექვსწლიანი ვადით აირჩიეს. ლალოვიჩის დამტკიცების შემდეგ, ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანების ბიუროს წევრთა არჩევნებიც ჩატარდა და ექვსი მოქმედი წევრიდან ოთხმა პოზიცია შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ ასტანაში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობა ქართველმა სპორტსმენებმა ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საპრიზო მესამე ადგილი ვახტანგ ლოლუამ, იური ლომაძემ, ლაშა გობაძემ, ვლადიმერ გამყრელიძემ და მირიან მაისურაძემ დაიკავეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს