ვახტანგ ლოლუა, გელა ბოლქვაძე, ლაშა გობაძე, რამაზ ზოიძე, დიეგო ჩხიკვაძე, იური ლომაძე, რობერტ კობლიაშვილი, სულხან ბუიძე, ფრიდონ აბულაძე
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში | ქართველი ფალავნების მეტოქეები

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. 24 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა მსოფლიო პირველობას უმასპინძლებს და ქართველი ფალავნების მეტოქეების ვინაობა ცნობილი გახდა.

55 კილოგრამი წონითი კატეგორია

ვახტანგ ლოლუა პირველ შეხვედრას მერვედფინალში გამართავს და მისი მეტოქე სომხეთის წარმომადგენელი ნორაირ ჰახოიანი იქნება.

60 კილოგრამი წონითი კატეგორია

დიმიტრი ხაჩიძე მსოფლიო ჩემპიონატს სურენ აღაჯანიანით იწყებს, რომელიც სომხეთის ღირსებას იცავს. ხაჩიძესა და აღაჯანიანს ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატის ფინალში უჭიდავიათ და სომეხმა ფალავანმა 4:0 მოიგო.

63 კილოგრამი წონითი კატეგორია

ფრიდონ აბულაძე მერვედფინალშია და მისი მეტოქის ვინაობას უზბეკი ხალიმბოევი და ვენესუელელი როდრიგეს ოროსკო გაარკვევენ.

67 კილოგრამი წონითი კატეგორია

დიეგო ჩხიკვაძის პირველი მეტოქე იაპონელი კაცუაკი ენდო იქნება. ჩხიკვაძეს მასთან ერთი შეხვედრა აქვს გამართული და 2026 წლის თებერვალში, ზაგრების პირველობის ნახევარფინალში 11:3 დაამარცხა.

72 კილოგრამი წონითი კატეგორია

იური ლომაძე ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე კოლუმბიელი ჰორტა ასევედო ან ეგვიპტელი სინა მაჰდი ხალილი იქნება.

77 კილოგრამი წონითი კატეგორია

რამაზ ზოიძე მედლისთვის ბრძოლას შვედი ფალავნის, კარლ ედვინ ჰუგო ბაფის წინააღმდეგ დაიწყებს.

82 კილოგრამი წონითი კატეგორია

გელა ბოლქვაძე მერვედფინალში ყირგიზ აკჟოლ მახმუდოვს ან ეგვიპტელ ემად აშრაფ მოჰამედ აბუელატას დაუპირისპირდება.

87 კილოგრამი წონითი კატეგორია

ლაშა გობაძის პირველი მეტოქე მე-16 ნომრად განთესილი აზად სალიდინოვი გახლავთ.

97 კილოგრამი წონითი კატეგორია

რობერტ კობლიაშვილის პირველი მეტოქე მიხეილ ქაჯაიაა.

130 კილოგრამი წონითი კატეგორია

სულხან ბუიძე ოქროს მედლისთვის ბრძოლას მინსეოკ კიმთან დაპირისპირებით დაიწყებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ნდობა ძვირად დაუჯდა - მეივეზერმა ნახევარი მილიარდი დოლარი დაკარგა
    ნდობა ძვირად დაუჯდა - მეივეზერმა ნახევარი მილიარდი დოლარი დაკარგა