ოქროს ბურთი - პრემიერლიგისა და ლა ლიგის ყოფილი ფეხბურთელების გამოკითხვა
ცნობილმა ბრიტანული გამოცემის The Athletic-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელშიც პრემიერლიგისა და ლა ლიგის ყოფილი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, „ოქროს ბურთს“ ლიონელ მესი იმსახურებს.
პირველ სამეულში „ბაიერნის“ ინგლისელი ფორვარდი ჰარი კეინი და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდნენ.
პირველი ათეული ასე გამოიყურება: ლიონელ მესი, ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, ლამინ იამალი, კილიან მბაპე, პაუ კუბარსი, როდრი, ჯუდ ბელინგემი, უსმან დემბელე და ნუნო მენდეში.
???? ????????????: A Ballon d’Or ranking based on votes from former Premier League and La Liga players has been revealed! ✨ — @TheAthleticFC https://t.co/e3qeIY9cij
— The Touchline | ???? (@TouchlineX) October 23, 2026
შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. ბუქმეკერების მიხედვით, მთავარ ფავორიტად ჰარი კეინი მიიჩნევა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს