საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი (U17) | უგოლო ფრე ავსტრიასთან

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ რაუნდში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ავსტრიელ თანატოლებს დაუპირისპირდა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. მეორე ტაიმში გუნდებმა უფრო ფრთხილი მიდგომა აირჩიეს და საგოლე მომენტებიც შემცირდა - საბოლოოდ გუნდები ფრეს დასჯერდნენ.

შემადგენლობა: შოთა მეტონიძე, გიორგი აბულაძე, ნიკოლოზ კობზონაძე, ანდრია ფოცხვერია, ალექსანდრე ჩიქოვანი (გიორგი მღებრიშვილი, 80), ანდრია ოჩიგავა, ჯუმბერ დუმბაძე (გიორგი ღუნაშვილი, 62), ერეკლე კაკულია (გური კაკაბაძე, 72), გაბრიელ გოგუა, დემეტრე ქურასბედიანი, ნიკოლოზ სახვაძე.

სათადარიგო: ოთარ გურიელი, დემეტრე ჩხარტიშვილი, საბა მეტონიძე, ბექა ლიპარტელიანი, დიმიტრი ბიჩინაშვილი, დავით მაჭარაშვილი.

გიორგი ჩიტაურის გუნდი 17 ნოემბერს კიდევ ერთ მატჩს გამართავს - 17-წლამდელების მეტოქე ყაზახეთის ნაკრები იქნება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ნაკლებად სავარაუდოა, ამას დათანხმდეს“ | The Athletic-ი მამარდაშვილსა და ალისონზე წერს
    „ნაკლებად სავარაუდოა, ამას დათანხმდეს“ | The Athletic-ი მამარდაშვილსა და ალისონზე წერს