გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„შეშფოთების მიზეზი არ არსებობს“ - სევილიას დირექტორმა ქოჩორაშვილზე ისაუბრა

გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიას“ სპორტულმა დირექტორმა ხოსე იგნასიო ნავარომ ქართველი ნახევარმცველის მდგომარეობასა და მის სათამაშო დროზე ისაუბრა. ნავაროს ქოჩორაშვილის შესახებ „რუესგა ბონოს“ პრემიის დაჯილდოებაზე ჰკითხეს.

მანამდე, „სევილიასთან“ დაახლოებულმა სააგენტო dorsal16-მა ქართველი ნახევარმცველის სათამაშო დროზე დაწერა და განაცხადა, რომ ქოჩორაშვილი კლუბში არსებული სათამაშო პრაქტიკით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ „სევილიასთვის“ სასტარტო შემადგენლობიდან მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია.

რას ამბობს ნავარო ქოჩორაშვილზე:

„საბოლოო ჯამში, ქოჩორაშვილი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც სხვადასხვა გუნდში თამაშის გამო ლა ლიგას კარგად იცნობდა. მთავარია, როგორი იქნება ნახევარდაცვის საბოლოო სურათი და ის, რომ მწვრთნელს სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეს. ბოლო მატჩებში მას ბევრი სათამაშო დრო არ მიუღია. გუნდის შემადგენლობის მართვაზე პასუხისმგებელი ლუისია და ქოჩორაშვილის თამაშის ხარისხთან დაკავშირებით არანაირი შეშფოთება არ არსებობს.“

27 წლის გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიას“ 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლისაბონის „სპორტინგიდან“ შეუერთდა და ლა ლიგასა და კოპა დელ რეიზე 8 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ქართველი ფეხბურთელი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და უახლოესი თამაშებისთვის ემზადება, რომელიც ჩვენმა გუნდმა ჯერ უნგრეთთან, შემდეგ კი უკრაინასთან უნდა გამართოს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რომელ კალათში იქნება საქართველო | UEFA-მ უეფამ ევროს შესარჩევი ეტაპის ფორმატი განსაზღვრა
    რომელ კალათში იქნება საქართველო | UEFA-მ უეფამ ევროს შესარჩევი ეტაპის ფორმატი განსაზღვრა