„ამჟამად რომასთვის პრიორიტეტული ვარიანტი არაა“ - Sky Sport-ის ჟურნალისტი კვერნაძეზე
იანვარში „რომა“ გარემარბის პოზიციაზე კონკურენციის გაძლიერებას აპირებს, ხოლო კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატება ამ დროისთვის არ განიხილება. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი წერს.
მისი ინფორმაციით, სპორტული დირექტორი ტონი დ’ამიკო და მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ეძებენ სწრაფ გარემარბს, რომელსაც კონტრშეტევებზე საფრთხის შექმნა შეუძლია.
Sky Sport-ის ჟურნალისტი ჟურნალისტი ანჯელო მანჯიანტე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ჯალოროსიმ“ „ფლამენგოს“ სამუელ ლინოს სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზა, და ამბობს, ეს რომ ამ ტრანსფერის ალბათობა ძალიან დაბალია. მისივე ინფორმაციით, გიორგი კვერნაძე ამჟამად „რომას“ სამწვრთნელო შტაბისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
„ზაფხულში კვერნაძის გამოსასყიდი 4 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იანვარში ის „რომას“ პირველი არჩევანი იქნება“, - აცხადებს მანჯიანტე.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გასპერინი და დ’ამიკო კვერნაძის საკითხს ზაფხულში დაუბრუნდებიან, ვინაიდან „ფროზინონე“ შუა სეზონში ქართველის გაშვებას არ აპირებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს