“ისტორიული პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება“ - FIBA საქართველოზე
26 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთს ესტუმრება.
აღნიშნულ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. ბერძნები ქართველებს 1 ქულით ჩამორჩებიან.
FIBA-მ საკუთარ ვებ-გვერდზე მიმოიხილა ის მომავალი 10 მატჩი, რომელიც გულშემატკივრებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ერთ-ერთი კი საქართველოსა და საბერძნეთის დაპირისპირებაა.
რას წერს FIBA?
„მიუნხენი (გერმანია) — 26-30 ნოემბერს კალათბურთში 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის მეხუთე სათამაშო ფანჯარა გაიმართება.
ყატარში გასამართი მომავალი ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილი 11 საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება. მონაწილეთა ვინაობა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ სათამაშო ფანჯარაში გაირკვევა. ამ დროისთვის ევროპის ნაკრებებიდან მომავალი წლის ტურნირის საგზური მხოლოდ თურქეთს აქვს მოპოვებული.
საბერძნეთის ნაკრები შეეცდება, წარმატებული ასპარეზობა შინ, ათენში, საქართველოს ნაკრებთან მატჩით დაიწყოს.
ისტორია ბერძნების მხარესაა — მათ საქართველოსთან ჩატარებული შვიდივე წინა შეხვედრა მოიგეს. ამჯერადაც კარგი შედეგის მიღწევა სჭირდებათ, რადგან არათანმიმდევრული თამაშის შემდეგ ისინი, ლიეტუვის მსგავსად, I ჯგუფში 4 მოგებითა და 4 მარცხით იმყოფებიან.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის ამჟამად გასვლის ზონაშია და სურს, საბერძნეთთან ისტორიული პირველი გამარჯვება მოიპოვოს, რათა ჯგუფში ხელსაყრელი პოზიცია შეინარჩუნოს.“
როგორც უკვე მოგახსენეთ, აღნიშნული მატჩი 26 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება. ასევე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები საბერძნეთის შემდეგ, 29 ნოემბერს პორტუგალიას უმასპინძლებს.
Which @FIBAWC Qualifiers game are you most excited for? ???????? ???? Full list: https://t.co/BbUOZZvQyn https://t.co/cl3EW5N3gi
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) November 9, 2026
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს