ევრო 2028-ის შესარჩევი წილისყრა - საქართველოს კალათის ბედი ერთა ლიგაზეა დამოკიდებული
უეფამ ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრისთვის კალათების განაწილების პრინციპი დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ნაკრებების ტურნირების კომიტეტმა 9 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.
საქართველოს ნაკრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ერთა ლიგის B დივიზიონში დაკავებულ ადგილს. ამ ლიგის ჯგუფებში პირველ ან მეორე პოზიციაზე გასული გუნდები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრისას მეორე კალათაში მოხვდებიან, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილოსნები — მესამე კალათაში.
საქართველოს ნაკრების საბოლოო პოზიცია ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის ჯგუფში ბოლო ტურის შედეგით გაირკვევა. რამაზ სვანაძის გუნდი 14 ნოემბერს თბილისში უნგრეთს უმასპინძლებს, 17 ნოემბერს კი სტუმრად უკრაინას დაუპირისპირდება.
ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2026 წლის 6 დეკემბერს, ბელფასტში გაიმართება. საკვალიფიკაციო მატჩები 2027 წლის მარტიდან ნოემბრამდე ჩატარდება, პლეი-ოფის შეხვედრები კი 2028 წლის მარტშია დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთს 14 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის არენაზე უმასპინძლებს. მეტოქეს გუნდის ლიდერი დომინიკ სობოსლაი დააკლდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს