ნიკა გაგნიძე, რამაზ სვანაძე
Aa
Aa

რამაზ სვანაძემ შემადგენლობაში ერთი ნახევარმცველი დაამატა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სავარჯიშო პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

გიორგი მამარდაშვილი, საბა საზონოვი, ივა გელაშვილი, ჯემალ ტაბიძე, ირაკლი აზაროვი, საბა გოგლიჩიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი წიტაიშვილი გუნდთან ერთად დღეიდან ივარჯიშებენ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული მატჩებისთვის გუნდში კიდევ ერთი ფეხბურთელი მიიწვია. უნგრეთთან და უკრაინასთან მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრებს უკრაინული „კოლოსის“ წევრი ნიკა გაგნიძე შეუერთდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბათუმი, საქართველო)

დაცვა: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი (სპარტაკ ტრნავა, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა,) ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 17 ნოემბერს კი სლოვაკეთში უკრაინის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კვარამ რონალდუს აჯობა, მაგრამ... | 2026 წლის მსოფლიო ნაკრები ცნობილია
    კვარამ რონალდუს აჯობა, მაგრამ... | 2026 წლის მსოფლიო ნაკრები ცნობილია