„ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო“ - კანკავა დინამოს ფანებს დაემშვიდობა
„დინამო თბილისის“ დატოვების შემდეგ, ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ჯაბა კანკავამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და „დინამოს“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
რას წერს კანკავა:
„დინამოს, მის გულშემატკივარს, ფეხბურთელებს, მინდა მადლობა გადავუხადო და დავემშვიდობო, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ჩემთვის ადვილი თუმცა იყო დროული, დინამო ჩემთვის ყოველთვის იქნება გამორჩეული და მშობლიური გუნდი, გუნდი სადაც შედგა ჩემი პროფესიული კარიერის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, ყოველთვის თქვენს ქომაგად მიგულეთ“.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავამ კარიერა სწორედ „დინამოში“ 2003 წლიდან დაიწყო. 2025 წელს ის კვლავ თბილისურ კლუბში დაბრუნდა და ცნობილი გახდა, რომ გუნდი რამდენიმე დღის წინ დატოვა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს