ოქტომბრის საუკეთესო გოლი | სლოვაკეთში გაგუა გამოარჩიეს
სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში „დუნაისკა სტრედას“ ქართველი შემტევი, გიორგი გაგუა გამოარჩიეს. ცოტა ხნის წინ, ტურნირის ოფიციალურმა გვერდმა გაგუას გოლი ოქტომბრის თვის საუკეთესო გოლად დაასახელა.
View this post on Instagram
ქართველმა ფეხბურთელმა ეს გოლი 26 ოქტომბერს, „რუზომბეროკის“ წინააღმდეგ გაიტანა და ანგარიში 1:0 გახადა. საბოლოოდ, „დუნაისკა სტრედამ“ ის მატჩი 5:0 მოიგო.
25 წლის გიორგი გაგუა წელს კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ქართველმა შემტევმა „დუნაისკა სტრედას“ მაისურით ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მისი გუნდი 14 ტურის შემდეგ სლოვაკეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 38 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორეადგილოსან „სლოვან ბრატისლავას“ 10 ქულით უსწრებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს