„WhatsApp-ის ჯგუფში მოგვწერა“ | ვიტინიას მხარდაჭერა კვარაცხელიას
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ვიტინია DAZN-ს ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა. „ბარსელონასთან“ მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ „კვარას“ ოპერაცია ჩაუტარდა და, ვიტინიას თქმით, მან პარიზელ თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
DAZN-ის შეკითხვა: „„პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშეც კარგად გამოიყურება, თუმცა მინდა, გავიგო, ტრავმის შემდეგ შენ და სხვა ფეხბურთელებს რამე თუ გითხრათ?“
„კი, ხვიჩა WhatsApp-ის ჯგუფში გველაპარაკა და გვითხრა: „მადლობა მხარდაჭერისთვის“. თითოეულმა ჩვენგანმა ცალ-ცალკეც მიწერა. იმედი გვაქვს, კარგად დაბრუნდება და სარეაბილიტაციო პერიოდს სწორად გაივლის. მას ძალიან დიდი დრო აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 100 პროცენტით მზად იყოს, დასაბრუნებლად. ყველანი მის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ“.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი „ბარსელონასთან“ მატჩში გაიწყვიტა. ხვიჩას ოპერაცია ჩაუტარდა და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონში მას მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს