“მატჩის მიმდინარეობით ამაყი ვარ“ - სიმეონე ბარსელონასთან წაგების შემდეგ
ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონა ატლეტიკოს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, როხიბლანკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა სიმეონემ?
„ფეხბურთელების შესრულებით აღფრთოვანებული ვარ, მათ მიმართ პრეტენზია არ მაქვს. ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა, საგოლე მომენტებიც შევქმენით. მართალია, მომენტების დასრულებისას სიზუსტე დაგვაკლდა, მათ კი ეს შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები შანსი ჰქონდათ. მატჩის მიმდინარეობით ამაყი ვარ და ყველა ფეხბურთელით ძალიან კმაყოფილი.
არ ვიცი, ეს ფიზიკური მდგომარეობით იყო გამოწვეული თუ არა. შესაძლოა, ზოგიერთმა ფეხბურთელმა, რომელიც შეცვლაზე შევიდა, უკეთ ან უარესად ითამაშა. თუმცა მატჩი ისე წარიმართა, როგორც გვინდოდა. მეტოქესაც ბევრი საგოლე მომენტი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ბურთს ფლობდა და თამაშს აკონტროლებდა. კმაყოფილი ვარ, რადგან ვიცი, რომ გუნდის შენებას კვლავ ვაგრძელებთ. ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი და გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც კიდევ უფრო მეტი პროგრესის მიღწევა შეუძლიათ.
შედეგი სამართლიანია, რადგან მათ 2 გოლი გაიტანეს, ჩვენ ერთი.. ყოველთვის გინდა, რომ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გამორჩეულად ითამაშონ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი მონდომება — გვინდოდა, ყველაფერი სწორად გაგვეკეთებინა. მატჩებს სხვადასხვა ფაზა აქვს: ჩვენ ჩვენს მონაკვეთებში კარგად ვითამაშეთ, მათ კი თავიანთი შანსები უკეთ გამოიყენეს.
ალვარესმა მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა. საგოლე გადაცემის გარდა, კიდევ სამ სახიფათო ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. ბაენასთვის გაკეთებული ჩაწოდებაც მისი იყო. ყველას გვინდოდა, მას გოლი გაეტანა, თუმცა დაველოდებით, რადგან შესანიშნავი ფეხბურთელია. იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც მივისწრაფვით, ხულიანის საუკეთესო ვერსია გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ვერ შევძლებთ.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, კატალონიურ გრანდს 33 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგის ლიდერია. ბარსელონას 30 ქულით, მეორე პოზიციაზე რეალი მოსდევს, ხოლო ატლეტიკო 28 ქულით მესამე ადგილზეა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს