ვახტანგ სალია
Aa
Aa

რედინგს გაუტანა | ვახო სალიას მე-7 საგოლე მოქმედება ნიუკასლში (U21)

ინგლისის პრემიერ ლიგა 2-ის მე-7 ტურში რედინგისა და ნიუკასლის 21-წლამდე გუნდების მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

21-წლამდე „კაჭკაჭების'' მთავარმა მწვრთნელმა რობი სტოკდეილმა ვახო სალია სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა, 48-ე წუთზე ბრაზილიელი მატეუს ფერეირას პასის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა მცველს დაასწო და ახლო დაბალ კუთხეში გაიტანა, ანგარიში გაიხსნა - 0:1.

71-ე წუთზე, როცა ნიუკასლი სალიას გოლით იგებდა, ქართველმა ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო. გაძევებასთან დაკავშირებით ნიუკასლის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: „ნიუკასლისთვის (U21) მატჩის დასასრული რთული გამოდგა – სალიამ პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო მას შემდეგ, რაც, ცენტრალურ ხაზთან ორთაბრძოლისას, როგორც ჩანს, „რედინგის“ მცველს, კევინ მფუამბას ფეხი ჩაარტყა''.

Transfermarkt-ის მონაცემებით, სალიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ათ მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა, ერთი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღო. მხოლოდ პრემიერ ლიგა 2-ში ოთხ შეხვედრაში მის ანგარიშზე 2  გოლია.

სალიამ წითელი ბარათი კარიერაში მეორედ მიიღო. პირველად 2024 წელს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში სერბეთთან მატჩში გააძევეს, როცა არბიტრმა ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები