ზურიკომ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა - სენტ-ეტიენმა ლავალს მოუგო
ლიგა 2-ის მე-12 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „ლავალს“ უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.
ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს ირვინ კარდონამ გახსნა. 50-ე წუთზე იაკობ ბრეუმმა „მწვანეების“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, კარდონამ კი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.
რაც შეეხება ქართველ შემტევს, ის სათადარიგო იყო და თამაშში მხოლოდ 71-ე წუთზე ჩაერთო და მალევე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა არაზუსტად დაარტყა. ზურიკო 23-ჯერ შეეხო ბურთს, დრიბლინგის 1 წარმატებული მცდელობა და 17-დან 16 ზუსტი პასი ჰქონდა (94%). Sofascore-მა დავითაშვილის თამაში 6.8 ქულით შეაფასა.
12 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 28 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე არიან. 14 ნოემბერს „მწვანეები“ საფრანგეთის თასზე მესამელიგელ „რუმიი-ვალიერს“ შეხვდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს