გიორგი გოჩოლეიშვილი, კადისი
Aa
Aa

„დიდი შემტევი პოტენციალი აქვს“ - კადისის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე

„კადისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ბორხა ხიმენესმა „ოვიედოსთან“ წაგებული მატჩი შეაფასა (1:2) და ასევე ისაუბრა გიორგი გოჩოლეიშვილზე, რომელიც ტრავმით გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

„საკმაოდ სუსტი პირველი ტაიმი გვქონდა: ბევრი არაზუსტი პასი და ფანტაზიის ნაკლებობა მეტოქის კარის წინ. დავუშვით ორი უხეში შეცდომა, რასაც „ოვიედოს“ ორი გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ, ჩამორჩენა შევამცირეთ, თუმცა მატჩის შემოტრიალება ვერ შევძელით.

დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია და „ეიბართან“ მატჩშიც მოსაგებად გავალთ მოედანზე. ახალგაზრდა გუნდი გვყავს და მომატება შეგვიძლია. 13 მატჩში 19 ქულა გვაქვს და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.

მიხარია, რომ გოჩოლეიშვილი დაგვიბრუნდა. ის არის განაპირა მცველი, რომელსაც დიდი შემტევი პოტენციალი აქვს და სარგებლის მოტანა შეუძლია“.

ცნობისთვის, აქვე შეგახსენებთ, რომ გოჩოლეიშვილმა 6 სექტემბერს „ალმერიასთან“ მატჩში მიიღო დაზიანება და მას შემდეგ ლა ლიგა 2-ის 8 მატჩი და ერთი სათასო შეხვედრა გამოტოვა, დღეს კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72 წუთი ითამაშა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მე-7 საგოლე მოქმედება სეზონში | ნარიმანიძემ სლოვაკეთში გაიტანა
    მე-7 საგოლე მოქმედება სეზონში | ნარიმანიძემ სლოვაკეთში გაიტანა