ბარსელონა, ატლეტიკო, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

“გამარჯვება გვჭირდება“ - ფლიკი ატლეტიკოსთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მადრიდის ატლეტიკო ბარსელონას უმასპინძლებს.

მატჩის წინ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ფლიკი:

„არ ვიცი ვინ ითამაშებს როდრის მაგივრად. ბერნალი ახლა კარგ ფორმაშია. დე იონგი? არ ვიცი. ყოველთვის შეიძლება უკეთესად მოქმედება, თუმცა ამ შემთხვევაში როდრისთან მუდმივი კომუნიკაცია მქონდა და მისი სათამაშო დრო ერთად განვსაზღვრეთ. გამოცდილებიდან გამომდინარე, მის აზრსაც ვეკითხებოდი და გადაწყვეტილებებზე ვთანხმდებოდით. მეტის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელი იყო. შესაძლოა, როდესაც შედეგს ხედავ, ფიქრობ, რომ რაღაც სხვაგვარად უნდა გაგეკეთებინა, თუმცა ეს უკვე წარსულია“.

„დე იონგს სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია და მხოლოდ ექვსიანის როლით არ შემოიფარგლება. ის უფრო გამოცდილია, თუმცა ორივე ფეხბურთელი ბურთთან ერთად თავდაჯერებულია. ბერნალი ბურთის გარეშეც კარგად მოქმედებს და იცის, სად უნდა იმყოფებოდეს. მიხარია, რომ დე იონგი გამოჯანმრთელდა. შევეცდებით, ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობა შევარჩიოთ. საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ“.

„იმედი გვქონდა, რომ კუნდე უფრო მალე დაბრუნდებოდა, თუმცა მის ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ და გამოჯანმრთელების პროცესი მუდმივად ვაკონტროლოთ. სწორედ ამას ვაკეთებთ. იმედი გვაქვს, სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდს შეუერთდება“.

„წინა მატჩები უკვე წარსულია. ახლა მთავარი ხვალინდელი შეხვედრაა. ვიცით, რომ შესანიშნავ გუნდს ვუპირისპირდებით. გვინდა და გვჭირდება გამარჯვება, რათა სანაკრებო პაუზას სატურნირო ცხრილის სათავეში შევხვდეთ. ჩვენი ძალა და ხარისხი უნდა ვაჩვენოთ“.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში სიტუაცია დაძაბულია. 30 ქულით ბარსელონა პირველ ადგილზეა. ბლაუგრანას 2 ქულით ატლეტიკო ჩამორჩება, ხოლო რეალი 27 ქულით მესამე პოზიციაზეა. ატლეტიკოს და ბარსელონას დაპირისპირება 8 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ფონსეკა: წყენა უნდა დავივიწყოთ და რონალდუ ღირსეულად გავაცილოთ
    ფონსეკა: წყენა უნდა დავივიწყოთ და რონალდუ ღირსეულად გავაცილოთ